თუ პრეზიდენტს საქართველოსთვის მართლაც კარგის გაკეთება სურს და უნდა, რომ თავისი ვიზიტებით სარგებელი მოუტანოს, ეს მან კონსტიტუციურ ჩარჩოში გააკეთოს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.
„არ ვიცი, რომელ სახელმძღვანელოში წერია, რომ ქვეყნის ინტერესების გატარება კონსტიტუციის დარღვევის გზით შეიძლება. ეს მართლაც გაუგონარი ამბავია და ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს. თუ მას საქართველოსთვის მართლაც კარგის გაკეთება სურს და უნდა, რომ თავისი ვიზიტებით სარგებელი მოუტანოს, ეს მან კონსტიტუციურ ჩარჩოში გააკეთოს“, განაცხადა სამხარაძემ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები გრძელდება. მთავრობისგან მიღებული უარის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი საგარეო ვიზიტების გაუქმებას არ აპირებს. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში იწონებენ. საპარლამენტო უმრავლესობა კი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უპატივცემულობაში ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ საგარეო პოლიტიკას არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა განკარგავს.