გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გვიან ღამით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბნიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს.
10 სექტემბრის მონაცემებით, სასტუმროში გადაყვანილია 110 ადამიანი, რომელთა განთავსებას, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ორასზე მეტი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები და მოზარდები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.
რეგიონში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ადამიანური რესურსი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დამეწყრილი ადგილების გაწმენდითი სამუშაოები.
კომენტარები