საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 31-ე კმ-ზე გზის სავალი ნაწილის დაზიანების გამო მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილ-ხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 31-ე კმ-ზე (სოფ. ბუკნართან), ადიდებულმა ხევმა არსებული მილ-ხიდი და გზის სავალი ნაწილი დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში