„ხალხის შეშინება არის შეუძლებელი“, „ძალადობის მეთოდები არ მუშაობს,“ – ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კორცხელში მომხდარ ინციდენტს.
მისი თქმით, შუალედურ არჩევნებში პირველი გამარჯვება ნასაკირალში დაფიქსირდა, რის გამოც სააკაშვილი გურულებს მადლობას უხდის.
„კორცხელში მოიგებდნენ ეგენი არჩევნებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოხდა ძალადობა, მას შემდეგ რაც ჩაიყვანეს ეს სპორტსმენები და შეურაცხყოფა მიაყენეს მთელს საქართველოს და პირველ რიგში სამეგრელოს, ხალხი გაბრაზდა და მასობრივად მოვიდა არჩევნებზე. ხალხის შეშინება არის შეუძლებელი. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს მეთოდები, რომელსაც ისინი იყენებენ, არის არაერთხელ ნაცადი შევარდნაძის მიერ, ასლან აბაშიძის მიერ, უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ. ამან არ იმუშავა და არ იმუშავებს არც ახლა,“ – აცხადებს სააკაშვილი