ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 17 ცალი მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, არადეკლარირებული ტელეფონების საბაჟო ღირებულებამ ჯამში 53020 ლარი შეადგინა.
„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები
