2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც, უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში. ამის შედეგად ჩვენი ქვეყნისა და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2008 წელს ჩვენმა მთავრობამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა და მის შედეგებს კვლავაც განიცდის. ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ადგილნაცვალია ასიათასობით ადამიანი. ღრმად მწამს, რომ ამ განადგურების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, დაუყოვნებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც, უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში. ამის შედეგად ჩვენი ქვეყნისა და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა. ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. მიუხედავად გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური გამოწვევებისა, უკრაინაში მიმდინარე ომისა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა, გონივრული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, შევძელით იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი ხალხი და ქვეყანა უსაფრთხოდ ყოფილიყო, და ასევე, ვყოფილიყავით საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრიც. ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის“ მეშვეობით, მზად ვართ, ვიმუშაოთ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა სამხრეთ კავკასიაში საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა. მოხარული ვარ, რომ დღეს შემიძლია ვუმასპინძლო ჩემს ორ ძვირფას კოლეგას – პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას და რეგიონს განსაკუთრებულ კეთილდღეობას შესძენს. საქართველო არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩემმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა გაძლიერებულიყო კავშირები და დამკვიდრებულიყო ეფექტური სავაჭრო გზები. შუა დერეფანი საქართველოს მასშტაბით სწრაფად ვითარდება როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. მჭიდროდ ვმუშაობთ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან, რათა აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და გამოყენებული იყოს ერთიანი სატარიფო პოლიტიკა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.