„ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებაზე, აზროვნებაზე, ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახთან ერთად ხართ: სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
„მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან, თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები. ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები.
ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი – 10 000 ლარის ოდენობით.
საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი – 10 000 ლარის ოდენობით,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მისი გადაწყვეტილებით მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც 1 000 – მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას გულისხმობს და რომელშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.
„იცით, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ, ზოგადად განათლების სისტემაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი.
ჩვენ, მშობლები, ჩვენი მოქალაქეები განდობთ ჩვენთვის საუკეთესოს, ჩვენს შვილებს, ამიტომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს.
მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ წინა წელს ჩემი გადაწყვეტილებით დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს 1 000-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რომელშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, დაახლოებით 400 სკოლა უკვე არის შერჩეული და მიმდინარეობს ამ 400 სკოლაში სამუშაოები.
ასევე 1000 საბავშვო ბაღის რემონტი, რეაბილიტაცია არის დაწყებული. ამ პროექტშიც ასევე 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
იცოდეთ, რომ მთავრობა, პირადად მე, მინისტრი, ყველანი მზად ვართ, რომ მოგისმინოთ, მივიღოთ თქვენი რჩევები, რეკომენდაციები და შესაბამისად მოვაწყოთ, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო დღევანდელ დღეს! ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა.
მასწავლებლის სტატუსი და პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, ვფიქრობ კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! მე გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ოჯახებს სიძლიერეს და კეთილდღეობას,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.