პარლამენტი, „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირას დაძლევს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ, შემდეგ კი, ის კენჭისყრაზე გავა.
პრეზიდენტის ვეტოს დესტაბილიზაციის ხელშეწყობად მიიჩნევს “ქართული ოცნება”.
მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვეტოს კანონისა და რეგლამენტის დაცვით განიხილავენ.
“ის, ვინც კარვებს თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან აიგივებს, ერთადერთი რამითაა დაინტერესებული – როგორმე, შექმნას მიზეზი, რომ საზოგადოების ემოციები გამოიყენოს და ქვეყანაში არეულობა მოაწყოს. საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ დავინახეთ, მათ შორის, ვერც ვეტოსთან ერთად, ამიტომ, ამ ვეტოს, რა თქმა უნდა, კანონისა და რეგლამენტის დაცვით განვიხილავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ახალი კანონი, აქციების მიმდინარეობისას, შეზღუდვას აწესებს დროებითი კონსტრუქციების განთავსებაზე.