დღეს ბადრი პატარკაციშვილს 68 წელი შეუსრულდებოდა. ის „ტელეიმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი იყო. „ტელეიმედი“ – ბიზნესმენს 2007 წელს, დარბევის შემდეგ წაართვეს და პატარკაციშვილების ოჯახს მხოლოდ 2012 წელს დაუბრუნეს. ამ დრომდე ბურუსითაა მოცული პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეც. მართალია, ოფიციალური ვერსიით, მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა, თუმცა გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე, ფარული ჩანაწერები გაავრცელა და კუდის ოთხ ყოფილ ჩინოსანს ბრალი წარუდგინა
კომენტარები