სიმბოლურია, როდესაც ჩვენი მინისტრი მოწვეულია და მიიღებს სწორედ გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ მრგვალი მაგიდის ფორმატში მონაწილეობას, სადაც იქნება მთავარი მომხსენებელი, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ „ქრონიკას“ ილია დარჩიაშვილის ბერლინში ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩამოყალიბებულია, განსაკუთრებით ბოლო წლებში, როგორც ერთ-ერთი გლობალური მოთამაშე. ეს აბსოლუტურად თანხვედრაშია ევროკავშირის გლობალურ გეოპოლიტიკურ აინტერესებდათ, რაც პირველ რიგში, ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდება. სულ რაღაც ერთი თვის წინ ფრანგი და გერმანელი ექსპერტების მიერ ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ხაზგასმით კიდევ ერთხელ აფიქსირებს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივას, მნიშვნელობას და ამ დოკუმენტში საქართველოც არის მოხსენიებული. ღონისძიება, რომელშიც ჩვენი მინისტრი, როგორც მთავარი მომხსენებელი იქნება წარდგენილი, სწორედ ამას ადასტურებს. ეს არის პოლიტიკური გზავნილი საქართველოს მიმართ, რომ საქართველოსთვის გზა ეევროკავშირში გახსნილია და ეს არის კონკრეტული, ხელშესახები პერსპექტივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში მაღალ დონეზე გაჟღერდება“, – განაცხადა ელჩმა.