საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყაზახეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ამის შესახებ ყაზახური მედია იტყობინება.
თოყაევმა მაკრონს პირისპირ შეხვედრის დროს გამართული კონსტრუქციული დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყაზახეთი საფრანგეთთან თანამშრომლობის მხრივ აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მასშტაბები ძალიან დივერსიფიცირებულია.
დავსახეთ რამდენიმე პრიორიტეტული დარგი მომავალი თანამშრომლობისთვის, მათ შორისაა ენერგეტიკა, ნედლეული, ენერგიის განახლებადი წყაროები, ტრანზიტი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სხვა“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები