ნიკა მელია თუ პრივილეგიად მიიჩნევს იმ ლანძღვა-გინებასა და მუშტი-კრივს, რომელსაც პარლამენტში ვიტანთ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ძალიან უცნაური წარმოდგენები ჰქონია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, სტატუსამდე ერთი კვირა არის დარჩენილი და რუსული ოცნება პროპაგანდირებს, თითქოსდა დასავლური ოპოზიცია რადიკალური ოპოზიციაა, მათთვის დამატებითი საბაბის მიცემა ამ ნარატივის გახმოვანებისთვის, უკიდურესად არაგონივრულია.
„ვისურვებდი, რომ ამ ისტორიულ მომენტში მეტი გონიერება გვქონდეს თუნდაც ერთმანეთის კრიტიკისას. ხატია დეკანოიძეს ცოტა ხნის წინ ამ ფრაქციის თავმჯდომარე იყო და მისგან ძალიან უცნაურია ბრალდებების გახმოვანება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ნიკა მელია პარლამენტში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებს საქმიანობას უწუნებს. ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს 12 რეკომენდაციის, მიხეილ სააკაშვილისა და ასევე იმ უფლებების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო საპარლამენტო კომისიის შექმნა.
„ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.