საქართველოში საზოგადოების დიდმა ნაწილმა გარკვევით გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„ჩვენ ვარწმუნებთ უკრაინას, რომ გზის დასასრულს თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ასევე ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ამ გზაზე ფინანსური თუ პოლიტიკური კუთხით. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც ომის დაწყებამდე გაზის უმეტესი ნაწილის ექსპორტს რუსეთიდან ახორციელებდა, ახლა კი რეკორდული სისწრაფით მოახერხა რუსეთის დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. ეს თანაბრად სიმართლეა საქართველოს შემთხვევაშიც, სადაც ამდენი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სწორი გზა, სადაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გარკვევით გამოხატა სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ხალხს მარტო. ჩვენ აღარ შეგვიძლია, დავუშვათ რუხი ზონები ევროპაში. მეორე მხრივ, ჩვენ თუ ამ ქვეყნებს დავეხმარებით, როცა ისინი ჯერ კიდევ გაწევრიანების გზაზე არიან, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები, გახდნენ ეკონომიკურად მყარები, მაშინ ჩვენ არა მხოლოდ დაცულ გეოპოლიტიკურ ფლანგს მივიღებთ, არამედ ამით ჩვენს საზოგადოებასაც გავაძლიერებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.