სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს – რობინ დანიგანს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საელჩოსა და სამსახურს შორის არსებული ურთიერთობები, ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ საფრთხეებზე და თანამედროვე გამოწვევებზე, განიხილეს მოვლენების სავარაუდო განვითარება და მათი შესაძლო გავლენები საქართველოზე.
ელჩმა დანიგანმა გამორჩეულად გაუსვა ხაზი სდსს-ის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს, კვალიფიციური სამსახურის გამო მადლიერება გამოხატა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
აშშ-ის ელჩის დაცვის უზრუნველყოფას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1995 წლიდან უწყვეტად ახორციელებს.
კომენტარები