სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოეხმაურა თავისი ყოფილი თანამშრომლების სახელით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც წერია, რომ მათი სამუშაო უფლებები ირღვევა, უსაფუძვლოდ ექვითებათ ანაზღაურება და ა.შ. “ფრესკო” თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს.
- ქურდი – ციხეში!
- უნიათო, უსაქმური და მუქთახორა – ფრესკოს გარეთ!
- ფაქტია, თქვენი პოსტის დამკვეთი ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა. მზად ვართ, ჩვენი სახსრებით, დაგიქირავოთ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები;
- ცილისწამება ოდნავ მაინც უნდა იყოს დაახლოვებული სიმართლესთან: “ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას” –
ეს პუნქტი უბრალოდ სისულელეა და არავითარ აზრს არ შეიცავს, არც ლოგიკურს და არც არალოგიკურს; - პირველ და მეორე პუნქტში ნახსენები ტიპის თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აყოლა ნიშნავს – თქვენი ჯიბეების, საფულეების და შემოსავლის ბოიკოტს;
- ფრესკო, კანონის ფარგლებში, ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შემოწმებისათვის და თავის საქმიანობაში ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას;
- და ბოლოს, ფრესკოს თავისი ბინძური ხელებით ნურავინ ნუ შეეხება!
ფრესკო ლუზერების გარეშე!
კომენტარები