5 დღე ევროკომისიის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნებამდე – საკითხი კვლავ პოლიტიკური ბრალდებების თემაა. მმართელი გუნდი ფიქრობს, რომ ოპოზიცია ახლა სტატუსის მიღება-არ მიღებაზე უარყოფით კონტექსტში არ უნდა საუბრობდეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურ კინკლაობას არ უნდა გადაყვეს.
“ვინც გულწრფელად გულშემატკივრობს იმ საქმეს, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ უნდა გადააყოლონ პოლიტიკურ კინკლაობას ეს ყველაფერი. თუ ოპოზიცია გულწრფელია, ისინი არ უნდა საუბრობდნენ სტატუსს ავანსად ვიმსაუხრებთ თუ დამსახურებულად. არ უნდა ჩეხდნენ ქვეყანას, საზოგადოებად, ხელისუფლებად და ოპოზიციად,” – აცხადებს სარჯველაძე.
კომენტარები