მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია უნდა დაკომპლექტდეს ისეთი ადამიანებით, რომლებიც პარლამენტის წევრები არასოდეს ყოფილან. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ზე წერს.
„მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს, მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა, ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“, – წერს სააკაშვილი.
კომენტარები