ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალამდე ყველა ბრძოლა მოიგო, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში თურქეთის სახელით მოასპარეზე გიორგი რევაზიშვილთან დამარცხდა, რომელიც ვედათ ალბაირაქის სახელით გამოდის. ტატომ მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ ორჯერ თვითონ გააფრთხილეს. მან ვაზარით წააგო.
მედლის შანსი ჰქონდა ლაშა შავდათუაშვილს, თუმცა მესამე ადგილისთვის ბრძოლა კოსოვოელ მეტოქესთან დათმო. შეჯიბრი დღეს დასრულდება.
კომენტარები