2008 წელს მონაწილეობდა ომში, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც , – ამის შესახებ სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა განაცხადა.
„გარდაცვლილი მშობლების საფლავზე იყო. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქაც ასვლა. ავიდა ეკლესიაში, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა მანქანით, უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი“, – განაცხადა ნიკოლოზ გინტურმა.
კომენტარები