ნებისმიერი მანიფესტის თემა, ნებისმიერი ფრთის მიმართ შეტევა, რომ არცერთი არ უნდა ჩანდეს იმ სიაში, ჰგავს დაახლოებით იმ აბდაუბდა საუბარს, როგორიც სააკაშვილს თავისი პარტნიორებისა თუ ცოლების საკითხებთან მიმართებაში ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ბოდვა ჰქვია ამას, რასაც სააკაშვილი მისდევს.
„რეალური სურათი ისეთია, რომ ამ პარტიამაც დიდი ხნის წინათ მოიშორა სააკაშვილი, ჯერ ლოგინში მიუჩინა ადგილი, რომ გამოეყენებინა მისი ფაქტორი, როგორც წამებული პრეზიდენტის და დღეს აბსოლუტურად სხვა ხალხი მართავს ამ პარტიას. ნებისმიერი მანიფესტის თემა, ნებისმიერი ფრთის მიმართ შეტევა, რომ არცერთი არ უნდა ჩანდეს იმ სიაში, ჰგავს დაახლოებით იმ აბდაუბდა საუბარს, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა თავისი პარტნიორებისა თუ ცოლების საკითხებთან მიმართებით. ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ვამბობ, ჯერ ერთი არჩია, მერე მეორე, მერე თქვა რომ ეს არის ჩემი მთავარი სიყვარულიო. მერე თქვა ეს არის ჩემი ოჯახიო, მერე ტელევიზიით გამოუცხადა თავის მეუღლეს, ეს არის ჩემი ახალი ცოლი და შენ აღარ ხარო, დაახლოებით იგივე განცხადებებია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთისა და მეორე ფრთის და „ნაცმოძრაობის“ მიმართ. პოლიტიკური ბოდვა ჰქვია ამას, რასაც სააკაშვილი მისდევს“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.