ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებდა, მაგრამ ის 6 ოქტომბერს „ჰამასმა“ დაარღვია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ABC News-ის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ გამოდის ის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით.
„ჰამასმა“ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, როდესაც განახორციელა ბარბაროსული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. წლების განმავლობაში მათ არაერთხელ დაარღვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, ისევე როგორც უკრაინას. ასევე ისრაელმა უნდა დაიცვას ომის წესები და გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს და მაქსიმალურად შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“, – აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
კომენტარები