რიჩარდ არნოლდმა ინგლისური ფეხბურთის გრანდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
არნოლდი აღმასრულებელ დირექტორად „მანჩესტერ იუნაიტედში“ 16 წლის მანძილზე მუშაობდა. მის გადაწყვეტილებას ბრიტანული პრესა გუნდის ბოლო შედეგებს უკავშირებს.
ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დროებით პატრიკ სტიუარტი დაიკავებს, რომელიც კლუბის მთავარი იურიდიული მრჩეველია.
ამ მომენტისთვის „მანჩესტერ იუნაიტედს“ 21 ქულა აქვს და ინგლისის პრემიერლიგაში მეექვსე ადგილზეა. გუნდს ასევე ძალიან უჭირს ჩემპიონთა ლიგაზე, ჯგუფური ეტაპის ოთხი ტურის შემდეგ ბოლო ადგილს იკავებს.
კომენტარები