საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.
„საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისა და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
კომენტარები