გარეჯის საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი იკითხება. პროცესი 11:00 საათზე დაიწყო.
რეზონანსული საქმის დეტალები ნოღაიდელმა კარგად იცის. არსებობს მისი ჩვენება, სადაც ის წინა ხელისუფლების პერიოდში ჩატარებულ ერთ-ერთ უშიშროების საბჭოს სხდომას იხსენებს და კონკრეტულ დეტალებს ჰყვება.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
კომენტარები