სკანდალური “ორმოცდაათი ელფერით მუქი” ბრუნდება
„ორმოცდაათი ელფერით მუქი“ – სკანდალური ტრილოგიის მეორე ნაწილის ხილვას მალე ქართველ მაყურებელიც შეძლებს. ცნობილი ბესთსელერის ეკრანიზაცია მსოფლიოსთან ერთად საქართველოს კინოთეატრებშიც გამოჩნდება. ფილმის მეორე ნაწილი ბრიტანელი მწერალი ქალის ე. ლ. ჯეიმზის (ნამდვილი სახელი და გვარია ერიკა მიჩელი) ეროტიკული ტრილოგიის მეორე წიგნის მიხედვით შეიქმნა. ტრილოგია ახალგაზრდა მილიარდერ კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ანასთეიშა სტილის ვნებით სავსე რთულ ურთიერთობებზე მოგვითხრობს, რომელიც დიდ სიყვარულად უნდა იქცეს. რომანი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მან გაყიდვის სისწრაფით „ჰარი პოტერისა“ და „ბინდის“ სერიებსაც კი გაუსწრო და რეკორდსმენი გახდა. ფილმის რეჟისორი ჯეიმს ფოული გახლავთ.
სკანდალური “50 ელფერი” ბრუნდება
2017/02/07 20:06:14
ნანახია: 1787 ჯერ