დღეს პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უპატიებელი შეცდომა ჩაიდინეს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“თავზარდაცემული ვარ, იმ ფაქტით რაც პარლამენტში, “ნაცმოძრაობამ” ჩაიდინა! დიახ, ყველაფერს აქვს საზღვარი, ე.წ. წითელი ხაზი, რომელიც არავინ არ უნდა გადაკვეთოს, მათ უამრავჯერ გადაკვეთეს. ზოგჯერ მივუტევეთ, ზოგჯერ პასუხიც გავეცით, მაგრამ როდესაც მათი რეჟიმის დროს მოკლულ ხალხზე, წუთიერი დუმილიც კი არ ინებეს და ფეხზე არ წამოდგნენ, ეს უკვე ყოველგვარ ადამიანობას გადასცდა! მიცვალებულთა შეურაცხყოფა ვეღარ მოვითმინე და საკადრისი პასუხი გავეცი, ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ინციდენტში”, – წერს ჩრდილელი.
მისი თქმით, არ უნდა იყოს საუბარი კოჰაბიტაციაზე, რადგან ყოველთვის რადიკალი იყო და მომხრე “ამ კანიბალთა სამართლებრივად, სამაგალითო დასჯის, მაშინ როდესაც ზოგნი მათ გადარჩენას გვთავაზობდნენ, მაშველი რგოლით, დემოკრატიის ანტურაჟისთვის”.
“ნაცმოძი” დაშლილია ბერთოლეს მარილივით, უსამშობლო და უეროვნებო, ჰალსტუხიყლაპია, ოდესელი “ჟულიკი” აქ ვერ დაბრუნდება! ვინმემ, შეცდომაში არ შეგიყვანოთ! წავიდა ამათი დრო! არც 8 არც 9, 27, 32 და 41 ოქტომბერს არ მოვა!!! ხსოვნა და სამუდამო პატივგება, იმ მამულიშვილების, რომლებიც პოლიტიკური ცხედრის, სააკაშვილის რეჟიმს შეეწირნენ! ღმერთი ფარავდეს, დედა-სამშობლოს!”, – წერს ჩრდილელი.