ადამიანები, რომლებიც იყვნენ კომკავშირის მდივნები, გველაპარაკებიან მოსკოვის მიუღებლობაზე, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მხილებული არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ლელოზე“ საუბრისას განაცხადა.
„ლელოზე“ უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, არ არსებობს. ქართველმა ხალხმა უკვე 2 არჩევნებზე გასცა პასუხი, თუ რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კომენტარები
