საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში მიმდინარე წელი შეაჯამა. თბილისში, სადაც „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ იმართება, ზურაბ პატარაძე ჟურნალისტებს ესაუბრა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს, როგორც მედიატორის როლს გაუსვა ხაზი.
„ძალიან დახუნძლული წელი იყო. ქრონოლოგიურად თუ მივყვებით მოვლენებს, გვახსოვს პირველი ეტაპი, როდესაც ჩვენი ჩართულობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოხერხდა ტყვეების გაცვლა დანაღმული ტერიტორიების შესაბამის რუკებზე. სულ ახლახან, თბილისში გაიმართა სამი პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მესიჯები, რომლებიც გაჟღერდა თბილისში. რა თქმა უნდა, თბილისის პლატფორმას ენიჭება დიდი ყურადღება“, – განაცხადა ელჩმა.
კომენტარები
