სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
„2023 წელს ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი სასტარტო პირობებია 2024 წლისთვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს, შემცირდეს უმუშევრობა, გაიზარდოს დასაქმება და დაბალი ინფლაციით უფრო მეტი კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი. ბუნებრივია ეს სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. კარგი ფისკალური პოლიტიკა გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაციის ფორმირებას ხელი შეუწყოს ბიუჯეტის დაბალმა დეფიციტმა, ფისკალურმა პოლიტიკამ და ეროვნული ბანკის სწორმა მოქმედებამ“, – აღნიშნა დუნდუამ.