კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელებმა თავის დროზე დემოკრატიულად არჩეული უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი ჩამოაგდეს.
მასკს არ დაუკონკრეტებია რომელ პრეზიდენტზეა საუბარი, თუმცა 2014 წელს უკრაინაში მაიდანი მოხდა, რა დროსაც მომიტინგეებმა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხეს და ქვეყნიდან გააქციეს.
„სიმართლეა, რომ ინტერვენცია რუსეთმა დაიწყო და რუსეთი აგრესორია. მაგრამ აგრეთვე სიმართლეა, რომ ჩვენ, ამერიკელებმა გადავაგდეთ დემოკრატიულად არჩეული უკრაინის პრორუსი პრეზიდენტი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სააგენტოების გარეშე ეს არ მოხდებოდა. ეს იყო შეტევითი ოპერაცია“, – განაცხადა მასკმა.
კომენტარები
