ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „რესპუბლიკელ“ სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ყველა მიზანს მიაღწევს.
ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, – ისრაელის მიზნები „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში არის „ჰამასის“ განადგურება, მძევლების გათავისუფლება, იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ გახდება საფრთხე და ასევე “დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები ჩრდილოეთსა და სამხრეთში”.
კომენტარები