გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ფონიჭალაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს.
„ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს პრეზიდენტი.
ამასთან, ყაველაშვილი სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.
„მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ. ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.
