ინტერნეტ-მომხმარებელი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოდის.
“გააზიარეთ მეგობრებო!
ორშაბათს, 20 თებერვალს 17:00 საათზე. დავხვდეთ ჩვენს უწმინდესს აეროპორტში და ასევე გავაკეთოთ ცოცხალი ჯაჭვი თუ შევძლებთ, აეროპორტიდან – საპატრიარქომდე!
ვის რომელ ტერიტორიაზე შეგიძლიათ დახვდეთ უწმინდესს აეროპორტიდან – საპატრიარქომდე იქ დავდგეთ!
დავხვდეთ ჩვენს სულიერ მამას და დავანახოთ ჩვენი სიყვარული და რწმენის სიმტკიცე, რომ მიუხედავად ყველაფრისა ერი და ბერი ერთად ვართ შეკრული ერთ მუშტად!
მოდით ჯაჭვი გავაკეთოთ ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდ და ნატკენი გული გავუხაროთ!!!
საზოგაოდებას ძალიან დიდი ძალა აქვს და ჩვენ შეგვიძლია ამ რთული ვითარების განმუხტვა მისი უწმინდესობის ლოცვის შეწევნით!
გააზიარეთ, მეგობრებო!”-წერს ბერიკაშვილი.
კომენტარები