კიევში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაზარდოს უკრაინის ომში გამარჯვების შანსები.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ საომარ ძალისხმევაში“.
მისი თქმით, პოლონეთის მთავრობა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „მორალური მიზეზების გამო“, ასევე „პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.
კომენტარები