ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, აღმოუჩინოს დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეას დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში. ამის შესახებ მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო. ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები