ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, მე თანხა გადავუხადო, მანაც უნდა შეწყვიტოს ჩემს მიმართ სხვა სამართლებრივი დავები, – ამის შესახებ კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან გამოსახლებულმა მარინა ხატიაშვილმა განაცხადა.
„მე არ უნდა მივაყენო შეურაცხყოფა დარეჯან დვალს და არც მანამდე არ მიმიყენებია შეურაცხყოფა, მე უბრალოდ ჩემს თავს და ოჯახს ვიცავდი. მთელი ეს წლები ჩვენს შორის არასწორად იყო კომუნიკაცია წარმართული. ახლა ყურადღება გვაქვს გადართული ბიჭებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.
კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დარეჯან დვალის ადვოკატმა გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.
23 იანვარს აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, თბილისში, კეკელიძის პირველი ნომრიდან ოჯახი გამოასახლა. გამოსახლების პროცესში პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა.