„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ მათი და „ნაცმოძრაობის“ რიგებში გაერთიანებას მოისურვებს, ამ საკითხზე იმსჯელებენ.
„ჩვენ ვინმეს დამატების არანაირი გასაჭირი არ გვაქვს, მინიმუმ 40%-ს მივიღებთ. შესაბამისად, თუ სურვილს გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი, ვიფიქრებთ ამ საკითხზე“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი შესაძლოა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიაზე „ხალხის ძალა“ საუბრობს – ამ სტრატეგიის ნაწილია „ლელო“, გახარიას პარტია და გვარამია-მელიას გაერთიანება , რომლის ლიდერიც შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი იყოს.
კომენტარები