სალომე ზურაბიშვილი რომ უკვე არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ცხადია, ახლა რადიკალური ოპოზიცია არის თავგზადაბნეული და ზუსტად ისეთივე სცენარებს ამუშავებს, როგორი შინაარსიც აქვს ამ სინდიკატს. ელექტორალური თვალსაზრისით ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილიც ისეთივე ურეიტინგოა, როგორიც რადიკალური ოპოზიცია. თუ ეს მაინც გაფორმდა, საბოლოო ჯამში ეს ურეიტინგო ადამიანების ერთობა იქნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა .
პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად მსჯელობენ იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი შესაძლოა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს. ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგიაზე „ხალხის ძალა“ საუბრობს – ამ სტრატეგიის ნაწილია „ლელო“, გახარიას პარტია და გვარამია-მელიას გაერთიანება , რომლის ლიდერიც შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი იყოს.