საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
თავდაცვის მინისტრმა პოლონელ დიპლომატთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) პოლონეთის წვლილზე ისაუბრა. აღინიშნა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა, მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა და თანამშრომლობა სამხედრო-სამრეწველო სფეროში.