ჩვენი „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით გაგაცნობთ ჩვენს საამაყო მფრინავებსა და ბორტგამცილებლებს, – ამის შესახებ ნათქვამია ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.
“ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ იწყებს ფოტოპროექტს „ეკიპაჟი“.
დარწმუნებული ვართ, ყველა ჩვენ მგზავრს აინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თქვენს უსაფრთხო და კომფორტულ ფრენაზე.
❤️ პროექტის ფარგლებში, ჩვენი „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით გაგაცნობთ ჩვენს საამაყო მფრინავებსა და ბორტგამცილებლებს, გიამბობთ მათ პროფესიულ გზაზე და გაგიზიარებთ საინტერესო ისტორიებს „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტიდან”, – ნათქვამია ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.
კომენტარები