უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, დაზიანებულია 20 ქვესადგური და რამდენიმე ელექტროსადგური.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება.
ელექტროენერგიის მიწოდება სამ ეტაპად განახლდება, პირველ რიგში ის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, შემდეგ კი, მოსახლეობასა და სამრეწველო სფეროს განუახლდება.
კომენტარები