თეთრი სახლის განცხადებით, არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ“, – განაცხადა კირბიმ.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვში თავდასხმის კადრები იყო შემზარავი.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული
