გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ჩვენ ვგლოვობთ მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებთან ერთად. უდანაშაულო ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ როკ კონცერტზე წასვლა სურდათ, ცივსისხლიანად მოკლეს. ჩვენ ვგმობთ მშიშარა, არაადამიანურ ტერორს – ყველგან. ჩვენი თანავუგრძნობთ რუს ხალხს“, – წერს ანალენა ბერბოკი.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.
კომენტარები
