ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება.
„ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს. ნებისმიერ ადგილას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის განადგურება ადამიანური ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – წერს შარლ მიშელი.
კომენტარები
