ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუსიტების“ იარაღის შესანახ საწყობზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ცნობას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ კონტროლირებად ტერიტორიებზე იარაღის შესანახი სამი მიწისქვეშა საწყობი გაანადგურეს და „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
კომენტარები
