ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოსკოვში, კროკუსის საკონცერტო დარბაზში, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამ ტრაგიკულ დროს ჩემი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა“, – წერს
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი.
