“ქვეყანაში წარმატებული ეკონომიკური აქტივობა, ცხადია, შესაბამის შედეგს მოიმკიდა”, – ასე აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ეროვნული ვალუტის გამყარების ფაქტს.
როგორც ცისკარიშვილმა „კვირას“ განუცხადა, ახლა მთავარია, გაგრძელდეს იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც ლარის კურსის სტაბილურობისკენაა მიმართული. სოსო ცისკარიშვილის თქმით, მიუხედავად ლარის კურსის გამყარებისა, სხვადასხვა პროდუქტზე თავის დროზე მომატებული ფასები იგივე რჩება. ექსპერტი ამ კუთხით ნავთობის ფასებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ქვეყანაში წარმატებული ეკონომიკური აქტივობა, ცხადია, შესაბამის შედეგს მოიმკიდა, თუმცა ნუ ვიჩქარებთ, რომ გადაჭარბებული ოპტიმიზმი დავაბრუნოთ ჩვენს საზოგადოებაში. უნდა ვეცადოთ, მტკიცედ განვაგრძოთ ის ქმედება, რასაც ვახორციელებთ ამ ორი თვის განმავლობაში, თუმცა ჩვენ ვერ შევძლებთ, აღვადგინოთ მდგომარეობა, რომელიც გვქონდა ლარის გაუფასურებამდე. დღეს ძლიერია ლარი, თუმცა გაზრდილი ფასები ლარის კურსის დაცემისას ისევ ისეთივეა და პირველი კითხვა მექნება ნავთობის იმპორტიორებთან: როდის გაიაფდება ბენზინი?! რადგან ისინი ბენზინზე ფასების ზრდას სწორედ ლარის კურსს უკავშირებდნენ. თუ ლარის კურსზეა ეს დამოკიდებული, მაშინ უნდა ვიხილოთ ფასების კლება ნავთობზეც. თუ ადეკვატურია ლარის კურსის ცვლილება იმ ფასის ზრდასთან, რასაც ჩვენ წავაწყდით, მაშინ კეთილი ინებონ და დააკლებინონ ფასები და თქვან, რომ არა ფულის მოხვეჭის მიზნით, არამედ შექმნილი ვითარებით იყო გამოწვეული და არ იყოს გაუმაძღრობა“, – განუცხადა „კვირას“ სოსო ცისკარიშვილმა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4828 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5494 ლარი იყო.
“ქვეყანაში წარმატებული ეკონომიკური აქტივობა, ცხადია, შესაბამის შედეგს მოიმკიდა”
2017/03/02 13:57:40
კომენტარები
ნანახია: 2018 ჯერ