პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სსფ–ის მისიასთან სამთავრობო მოლაპარაკების შედეგი დადებითად შეაფასა და პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა ძალიან პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ბატონო დიმიტრი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. უმნიშვნელოვანესი მუშაობა დასრულდა. სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი პროგრამა საქართველოსთვის,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, ფონდთან ახალი პროგრამის დაწყება ნიშნავს არა მხოლოდ პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას, არამედ „მწვანე შუქსაც“ ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციისთვის, საქართველოს მიმართ დაფინანსების გაგრძელების მიმართულებით.
საქართველოსთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მლნ. დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია. საქართველოში სსფ-ის მისია 1992 წლის 5 მაისიდან მოქმედებს.
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა
2017/03/02 14:28:09
ნანახია: 1554 ჯერ