მეტრო „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გაიტანის შემდეგ, ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
ასევე, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
კომენტარები