საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ, „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
დეპუტატის თქმით, მისი სურვილია, რომ „რუსთავი 2“– მა განაგრძოს მუშაობა.
„ყარამანიშვილის ასპარეზიდან საერთოდ გაქრობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს მისი საკუთრება არ არის ან დაინტერესებული არ არის, რომ ეს საკუთრება მას ჰქონდეს. თუ კი გადაწყდა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანთან გაიმარჯვა კერძო საკუთრებაზე დავაში – ეს არანაირად არ მაძლევს საფუძველს, გამოვხატო გადაწყვეტილების მიმართ ჩემი მოსაზრება. მინდა, რომ „რუსთავი 2“ მუშაობდეს, თავისი ნიშა ჰქონდეს და ემსახურებოდეს თავისუფალი მედიის პრინციპების კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები